Thursday, July 19, 2018

დღე-9

ტრენინგის დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და აქტიური იყო.დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და თვითოეულმა მათგანმა გავაკეთეთ პრეზენტაცია, განვიხილეთ და მივეცით ერთმანეთს რჩევები,რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო.ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი.ვისურვებდი ასეთი ტრენინგი ხშირად დაიგეგმოს. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის რომელმაც დაუღალავათ იშრომა,რომ მიზნისთვის მიგვეღწია.

Wednesday, July 18, 2018

მერვე დღე



დღეს ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, პროექტის გეგმა დავასრულეთ. ავტვირთეთ შეფასების რუბრიკა. მოსწავლის ნაშრომი. გადავათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო.
დღევანდელი ტერნინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი.
დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის, რომლის დახმარებითაც შევისწავლე პროექტის წერა და ბლოგთან მუშაობა.

მოსწავლის ნაშრომი



მოსწავლის ნაშრომი

Thursday, July 12, 2018

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
1.რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციებს ქვეყნებისათვის?



თემატური კითხვა:
1.როგორ ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად?

2.რა იცით ჩიჩილაკის შესახებ?

3.რა საახალწლო ტრადიციები აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს?

4. რატომ  ვრთავთ ნაძვისხეს?

შინაარსობრივი კითხვა:

1.რომელია  ტრადიციული საახალწლო კერძები საქართველოში?

2.როდის ავღნიშნავთ შობას საქრთველოში?

3.როდის ვრთავთ ნაძვისხეს? 













   




Tuesday, July 10, 2018

4 დღე.ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.პროექტის პოტო კოლაჟი,პორტფოლიო
ჩემ შესახებ,დამხმარე სასწავლო რესურსები,კავსირი ესგ-სთან.დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.

პროექტის კავშირი ესგ-სთან

ე ს გ 

ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.


მოსწავლე:
Ø  სწორად  რეაგირებ ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
Ø  გასაგებად გამოხატავს სათქმელს;
Ø  გადმოსცემს ფაქტებს;
Ø  საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
Ø  ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
Ø  ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და სხვ.).


ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მოსწავლე
Ø  სვამს შეკითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის, კონკრეტული ფაქტის/ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø  მიზნის შესაბამისად იყენებს საყრდენებს (მაგ., მინიშნებებს, ილუსტრაციებს, შეთავაზებულ მარტივ სქემას, ინსტრუქციასა და სხვ.).

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.


21 -ე საუკუნის უნარები
  იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
   სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
    საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;

      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

    ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;

  გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.