ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მოსწავლე:
Ø სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში;
Ø გასაგებად გამოხატავს სათქმელს;
Ø გადმოსცემს ფაქტებს;
Ø საჭიროების მიხედვით, ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
Ø ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
Ø ამოიცნობს და მიზნის შესაბამისად იყენებს მეტყველების ვერბალურ და არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკასა და სხვ.).
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მოსწავლე
Ø სვამს შეკითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის, კონკრეტული ფაქტის/ინფორმაციის დასაზუსტებლად;
Ø მიზნის შესაბამისად იყენებს საყრდენებს (მაგ., მინიშნებებს, ილუსტრაციებს, შეთავაზებულ მარტივ სქემას, ინსტრუქციასა და სხვ.).
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
21 -ე საუკუნის უნარები
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
21 -ე საუკუნის უნარები
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის
დემონსტრირება;
საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის
მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
გაურკვეველ
სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
No comments:
Post a Comment